2021 წელს უცხოელებმა თურქეთის 70 პროვინციაში შეისყიდეს საცხოვრებელი ფართები

2021 წელს უცხოელებმა თურქეთის 70 პროვინციაში შეისყიდეს საცხოვრებელი ფართები

1780411
2021 წელს უცხოელებმა თურქეთის 70 პროვინციაში შეისყიდეს საცხოვრებელი ფართები

2021 წელს უცხოელებმა თურქეთის 70 პროვინციაში იყიდეს საცხოვრებელი ფართები. უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის კომპანიის Nevita-ს კვლევის მიხედვით, იმ უცხოელების რაოდენობა, ვინც გასულ წელს თურქეთში სახლი იყიდა, 59 282-ია. გასულ წელს ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლი უცხოელებზე სტამბოლში გაიყიდა. ეს რიცხვი 26 ათას 667 გახლავთ. ამ სფეროში მეორე ადგილზე 12 ათას 598 საცხოვრებელი სახლის გაყიდვით ანტალია მოდის, ხოლო მესამე ადგილზე 3705 საცხოვრებელი ფართით ანკარაა. უცხოელები თურქეთში საცხოვრებელი ფართების შეძენის მხრივ უპირატესობას მუღლას, ქოჯაელს, აიდინს, თექირდაღს, ესკიშეჰირს, კონიას, დენიზლის, დუზჯეს, გაზიანთეფს და ბოლუს ანიჭებენ.



მსგავსი ინფორმაციები