ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს მოუხსნას სავაჭრო სანქციები

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს მოუხსნას სავაჭრო სანქციები

1777128
ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს მოუხსნას სავაჭრო სანქციები

ჩინეთმა  აშშ-ს მოუწოდა საგარეო სავაჭრო დავების გადაჭრის მიზნით ხელმოწერილი შეთანხმების “ფაზა-1“ ფარგლებში მოუხსნას ჩინეთს ადრე დაწესებული დამატებითი ტარიფები და სავაჭრო სანქციები. ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრეს-სპიკერმა გაო ფინგმა და აღნიშნა, რომ ხსენებული შეთანხმების განსახორციელებლად ჩინურმა მხარემ გადადგა ყველანაირი საჭირო ნაბიჯი. მანვე ხაზი გაუსვა შესაბამისი ატმოსფეროსა და პირობების შექმნის აუცილებლობას, რომელიც დაეხმარება ორ მხარეს ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება-გაღრმავებას. გაომ ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიის მიუხედავად, პირველი ეტაპის შეთანხმებამ დადებითი გავლენა მოახდინა გლობალური ეკონომიკის განვითარებაზე და რეცესიისა თუ მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მიუხედავად, შეთანხმებამ სარგებელი მოუტანა როგორც მხარეებს, ასევე მთელს მსოფლიოსაც. “ჩინეთის ეკონომიკური წარმატება ბოლო 40 წლის განმავლობაში განხორციელდა რეფორმების, ღია პოლიტიკის, ბაზრისა და სახელმწიფოს როლების ეფექტური კომბინაციის წყალობით და ამ პროცესმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მსოფლიოში ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებასაც.“ - აღნიშნა გაომ.

როგორც ცნობილია, 2018 წელს აშშ-მა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გადაწყვიტა სავაჭრო დეფიციტის და პეკინის მიერ ანტიკონკურენტული ინდუსტრიის წახალისების პოლიტიკის გამო, დამატებითი საბაჟო გადასახადები დაეწესებინა ჩინეთიდან იმპორტირებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე. აშშ-ის ამ ნაბიჯზე ჩინეთის პასუხის შემდეგ დაიწყო ორმხრივი ახალი საბაჟო გადასახადების გამოცხადების პროცესი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში დღეს "სავაჭრო ომის" სახელით არის ცნობილი. მხარეებმა 2019 წლის დასაწყისში  „ფაზა 1“ სახელწოდების შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დროებით შეაჩერეს და გადადეს ტარიფების გაზრდა. ამავე შეთანხმების ფარგლებში ჩინეთმა აიღო ვალდებულება, შეისყიდოს ზოგიერთი ამერიკული ნაწარმი, რასაც დღემდე უკლებლივ ასრულებს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები