თურქული თაფლი გასულ წელს 55 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე
თურქული თაფლი გასულ წელს 55 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე
თურქული თაფლი გასულ წელს 55 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე.
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) მონაცემებით, გასულ წელს თურქეთიდან 55 ქვეყანაში 9875 ტონა თაფლი გაიყიდა. ამ ექსპორტიდან 30 მილიონ 498 ათას 600 დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული.
გასულ წელს თაფლის ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 65 პროცენტით, ღირებულებით კი 18 პროცენტით გაიზარდა, რამაც 5 ათას 972 ტონა თაფლზე 25 მილიონ 856 ათას 972 დოლარის შემოსავალი მოიტანა.
2021 წელში თაფლის ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებში, გერმანიაში, ესპანეთში, ბულგარეთსა და ისრაელში.
გასულ წელს, 2020 წლისგან განსხვავებით, თურქეთმა თაფლი მიჰყიდა იტალიას, მაროკოს, ეგვიპტეს, მონღოლეთს, ვენესუელას, პაკისტანს, კენიას, ირლანდიას, ალბანეთსა და სუდანს.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა-ბაღდად-დოჰა-აბუ-დაბს შორის „განვითარების გზის პროექტის“ მემორანდუმს მოეწერა ხელი
ანკარა-ბაღდად-დოჰა-აბუ-დაბს შორის „განვითარების გზის პროექტის“ მემორანდუმს მოეწერა ხელი