პრეზიდენტმა ერდოღანმა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაცხადა

1756184
პრეზიდენტმა ერდოღანმა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაცხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის მხრიდან 2021 წელს მიღწეული ექსპორტის მაჩვენებლები რეკორდულ დონეზეა. ერდოღანმა სტამბოლში გამართული პრესკონფერენციის დროს, 2021 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაცხადა.

„თურქეთი გახდა ქვეყანა, რომელიც მართავს კრიზისებს და აქცევს შესაძლებლობად. ჩვენი მთლიანი ექსპორტი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 32,9 პროცენტით გაიზარდა და 225 მილიარდ 368 მილიონ დოლარს მიაღწია, ეს რეკორდია. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობა, 2002 წელს 87,6 მილიარდი დოლარი იყო, ეს რიცხვი საგრძნობლად გავზარდეთ რა,  2021 წელს 496,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე მაღალ საექსპორტო ღირებულებას რესპუბლიკის ისტორიაში, 75 თავის პროდუქციის ჯგუფში, რომლებზეც ექსპორტი ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის ექსპორტი  86,6 პროცენტით გაიზარდა სამხრეთ ამერიკაში, 29 პროცენტით ევროკავშირის არაწევრ ევროპის ქვეყნებში, 22,6 პროცენტით ახლო აღმოსავლეთში და 44,8 პროცენტით ჩრდილოეთ აფრიკაში. ამჟამად მსოფლიოს ვეჯიბრებით. ბოლო 11 თვის მანძილზე ახალი ექსპორტის რეკორდი დავამყარეთ. ამ მაჩვენებლებით თურქეთი იქცა ქვეყანად, რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის მსოფლიო ვაჭრობაში. 2021 წლის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებდით საექსპორტო ტრანზაქციებს 205 ქვეყანაში და რეგიონში ჩვენი ეროვნული ვალუტით. თურქულ ლირასთან ჩვენი საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 183 მილიარდ ლირას მიაღწია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქონლით ვაჭრობის მძლავრი მაჩვენებლები დადებითად აისახება ჩვენი მომსახურების ვაჭრობის ექსპორტზე. რაც შეეხება, 2022 წლის მიზნებს, ექსპორტის 250 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვგეგმავთ, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები