ტურიზმის შემოსავალმა 11,4 მილიარდი დოლარი შეადგინა
ტურიზმის შემოსავალმა 11,4 მილიარდი დოლარი შეადგინა

თურქეთის ტურიზმის შემოსავალმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 11 მილიარდ 395 მილიონ 117 ათასი დოლარი შეადგინა. თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა მიმდინარე წლის, ივლის-სექტემბრის პერიოდის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ტურიზმიდან შემოსავალმა წლის მესამე კვარტალში 11 მილიარდ 395 მილიონ 117 ათასი დოლარი შეადგინა. ტურიზმის შემოსავლის 78 პროცენტი შეადგინა უცხოელი ვიზიტორების სტუმრობამ, ხოლო 22 პროცენტი, უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების თურქეთში ჩამოსვლამ.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში გაწეული ხარჯებიდან 9 მილიარდ 63 მილიონ 42 ათასი დოლარი პირადი ხარჯებია, ხოლო 2 მილიარდ 332 მილიონ 75 ათასი დოლარი პაკეტური ტურის ხარჯები.
მსგავსი ინფორმაციები

თაფლის ექსპორტმა იანვარ-თებერვალში 6 მილიონ 485 ათას 105 დოლარს მიაღწია
თაფლის ექსპორტმა იანვარ-თებერვალში 6 მილიონ 485 ათას 105 დოლარს მიაღწია

Togg-ის წინასწარი შეკვეთების მიღება დასრულდა
თურქული ავტომობილის ფლობის მსურველთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა