FATF-მა თურქეთი „ნაცრისფერი ქვეყნების სიაში“ შეიყვანა

„ეს არის დაუმსახურებელი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის“

1723423
FATF-მა თურქეთი „ნაცრისფერი ქვეყნების სიაში“ შეიყვანა

თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტრო, უარყოფითად გამოეხმაურა ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) მხრიდან განახლებულ სიაში, თურქეთის, ე.წ. „ნაცრისფერ სიაში“ შეყვანას. „შესაბამისობისათვის ფეხის აწყობის დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის „ნაცრისფერ სიაში“ შეყვანა, დაუმსახურებელი შედეგია თურქეთისთვის,“ აღნიშნულია ამ განცხადებაში.

„FATF-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების სფეროში და ქვეყნების შესაბამისობას ამ სტანდარტებთან მიმართებაში აფასებს. თურქეთი 1991 წლიდან არის FATF–ის წევრი და ამიტომ,  ყველა საჭირო ნაბიჯებს დგამს მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში.  „მომავალ პერიოდშიც კვლავ FATF-სთან და ყველა მის შესაბამის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ამ „ნაცრისფერი სიიდან“ რაც შეიძლება სწრაფად გამოყვანა“, ხაზგასმულია თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ნაცრისფერი სია , #თურქეთი , #FATF

მსგავსი ინფორმაციები