მერკელის თქმით, ავღანეთში ეკონომიკური კოლაფსი თავიდან უნდა იქნას აცილებული

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ავღანეთში ეკონომიკური კოლაფსი თავიდან უნდა იქნას აცილებული საერთაშორისო დახმარებით

1718806
მერკელის თქმით, ავღანეთში ეკონომიკური კოლაფსი თავიდან უნდა იქნას აცილებული

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ავღანეთში ეკონომიკური კოლაფსი თავიდან უნდა იქნას აცილებული საერთაშორისო დახმარებით.

მერკელმა, ავღანეთის საკითხზე გამართული დიდი ოცეულის ლიდერების სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: ”არ შეიძლება და არ უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი უყუროს ავღანეთში 40 მილიონი ადამიანის ქაოსს, რადგან არ არის უზრუნველყოფილი არც ელექტროენერგია და არ არსებობს არც ფინანსური სისტემა.”

მისივე თქმით, ავღანეთში ფინანსური სისტემის დაშლა არავის მოუტანს სარგებელს.

”მაშინ ჰუმანიტარული დახმარებაც აღარ იქნება შესაძლებელი.” - თქვა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს დიდი მისია ეკისრება ავღანეთში ფინანსური სისტემის დაშლის თავიდან ასაცილებაში.

მერკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ავღანეთი არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს გარე სამყაროსთვის.



მსგავსი ინფორმაციები