თურქეთის საავტომობილო წარმოება მიმდინარე წლის 9 თვეში 8 პროცენტით გაიზარდა
თურქეთის საავტომობილო წარმოება მიმდინარე წლის 9 თვეში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა
თურქეთის საავტომობილო წარმოება მიმდინარე წლის 9 თვეში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა და 922 ათას ერთეულს მიაღწია.
საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციამ (OSD) იანვარ-სექტემბრის პერიოდის წარმოებისა და ექსპორტის ერთეულები და ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა.
მის მიხედვით, მთლიანი საავტომობილო წარმოება წლის პირველ 9 თვეში 8 პროცენტით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 921 ათას 619 ერთეულს მიაღწია.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში კომერციული ავტომობილების წარმოება 26 პროცენტით გაიზარდა.
მძიმე კომერციული მანქანების ჯგუფში წარმოება 38 პროცენტით და მსუბუქი კომერციული მანქანების ჯგუფში 25 პროცენტით გაიზარდა.
კომერციული ავტომობილების მთლიანი წარმოებამ 9 თვეში 350 ათას 511 ერთეულამდე მოიმატა.
კომერციული ავტომობილების ბაზარი 23 პროცენტით, მსუბუქი კომერციული ავტომობილების ბაზარი 18 პროცენტით და მძიმე კომერციული მანქანების ბაზარი კი 63 პროცენტით გაიზარდა.