2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გაიმართება

2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გაიმართება

1707234
2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გაიმართება

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო გაუქმებული 2021 წლის მსოფლიო ფორუმი (WEF), 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიის ქალაქ, დავოსში უნდა გაიმართოს.

ფორუმი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დავოსის სამიტი“, 2021 წელს  სინგაპურში უნდა გამართულიყო, მაგრამ მთელ მსოფლიოში გავრცელებული კოვიდ-19-ის პანდემიის გამო  ორჯერ გაუქმდა.

WEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს წამყვანი ლიდერების გაერთიანება თემაზე, „ვიმუშაოთ ერთად, აღვადგინოთ ნდობა“ სახელწოდების ფორუმი 2022 წლის 17-21 იანვარს დავოსში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დავოსის სამიტი, 1971 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება.

 



მსგავსი ინფორმაციები