იცით თუ არა, რომ? 29-2021

„ჰევსელის ბაღები“

1675621
იცით თუ არა, რომ? 29-2021

იცით თუ არა, რომ? 82-(29)-2021

 

„ჰევსელის ბაღები“

იცით თუ არა, რომ დაახლოებით რვა ათასი წელია დიარბაქირის ჰევსელის ბაღებში სოფლის მეურნეობას ეწევიან?

ჰევსელის ბაღები დიარბაქირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისტორიულ გალავნებსა და მდინარე ტიგროსს შორის, მდინარის მიერ მოტანილი ნაყოფიერი მიწისგან არის შექმნილი, რომელიც დაახლოებით შვიდას ჰექტარზე მდებარეობს.  გალავნების ფერდობებზე მდებარე ჰევსელის ბაღები, სხვადასხვა ხეხილითა და ბოსტნეულით ათასობით წელია აკმაყოფილებს ქალაქის მოთხოვნას. ჰევსელის ბაღები, რომლებსაც მდიდარი ნიადაგი აქვთ, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ფრინველთა უდიდესი სამოთხეა. ბუნებრივი ტერიტორია, სადაც დაახლოებით ფრინველის 180 სახეობა ცხოვრობს, ასევე მრავლადაა ძუძუმწოვარი ცხოველი, როგორიცაა წავი, მელა, კვერნა, ციყვი, ზღარბი და სხვა.

2013 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანად ჰევსელის ბაღები დიარბაქირის გალავანთან ერთად იუნესკოს წარუდგინეს და იგი 2015 წელში მსოფლიო მემკვიდრეობად იქნა გამოცხადებული.



მსგავსი ინფორმაციები