თურქეთი, ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ცდილობს

თურქეთი, ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ცდილობს

1671357
თურქეთი, ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ცდილობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იავუზ სელიმ ქირანმა განაცხადა, იმედი აქვთ, რომ ყირგიზეთთან ვაჭრობის მოცულობას ერთ მილიარდ დოლარამდე მიაღწევენ და გადააჭარბებენ.

იავუზ სელიმ ქირანმა ანკარაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყირგიზეთის ელჩ, აბზალ საფარბექულისთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა სელიმ ქირანმა თურქეთ-ყირგიზეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლიან პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თურქეთსა და ყირგიზეთს შორის მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მან ასევე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ერთ მილიარდ დოლარამდე მიღწევის და გადაჭარბების იმედი აქვთ რა, ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.


საკვანძო სიტყვები: #ყირგიზეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები