საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მგზავრთა დღიური რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა

საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მგზავრთა დღიური რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა

1669995
საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მგზავრთა დღიური რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა

გუშინ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 99 ათას 506-ს მიაღწია, რითაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის პერიოდის რეკორდი მოიხსნა.

კოვიდ -19 ეპიდემიის ნორმალიზაციის პროცესის და ვაქცინაციის სამუშაოების  დაჩქარება საავიაციო სექტორზეც აისახა.

99 ათას 506 მგზავრმა გუშინ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტით ისარგებლა. ეს რიცხვი ყველაზე მაღალია როგორც კოვიდ -19-ის ეპიდემიის დაწყების პერიოდისთვის ისე 2021 წლისთვის.

ამგვარად, 4 ივლისს შიდა მგზავრების რაოდენობამ 63 ათას 648, ხოლო საერთაშორისო მგზავრების რაოდენობამ 35 ათას 858 შეადგინა. იმავე დღეს აეროპორტში განხორციელდა 660 ფრენა.



მსგავსი ინფორმაციები