ტრამპის კომპანიის ფინანსური დირექტორი მოსამართლის წინაშე წარსდგა

ტრამპის კომპანიის ფინანსური დირექტორი მოსამართლის წინაშე წარსდგა

1668854
ტრამპის კომპანიის ფინანსური დირექტორი მოსამართლის წინაშე წარსდგა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიასა და მის ფინანსურ დირექტორს (CFO) ალენ ვაისელბერგს ბრალი წაუყენეს 15 სხვადასხვა დანაშაულში, რომელთა შორისაცაა ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება, საგადასახადო თაღლითობა და სხვა.

ვაისელბერგს, რომელიც სასამართლოში პირველად გუშინ წარსდგა მოსამართლის წინაშე, ბრალი ედება ბინის ქირის, მანქანის გადახადის და სწავლის საფასურის ჩათვლით 1.7 მილიონ დოლარზე მეტი არადეკლარირებული კომპენსაციის მიღება.

მანჰეტენის პროკურატურის განცხადებით, 2-წლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტრამპის კომპანია და მისი ფინანსური დირექტორი ვაისელბერგი, 2005 წლიდან მონაწილეობენ შტატისა და საქალაქო გადასახადების გაყალბებაში.

საბრალდებო დასკვნა არ შეიცავს ბრალდებას ტრამპის წინააღმდეგ, ტრამპის კომპანიის ადვოკატებმა და ვაისელბერგმა, რომელიც სასამართლოში ბორკილებით მიიყვანეს, მათ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები უარყვეს.

ვაისელბერგს, რომელსაც პასპორტის ჩაბარება მოსთხოვეს იმ მიზეზით, რომ არსებობს მისი გაქცევის საფრთხე, სხდომის ბოლოს მომდევნო სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.



მსგავსი ინფორმაციები