სამრეწველო წარმოება 66%-ით გაიზარდა
თსი-მა აპრილის შედეგები გამოაქვეყნა
1655971
თურქეთის სამრეწველო წარმოების წლიური ზრდა 66 პროცენტით დაფიქსირდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TUIK), სამრეწველო წარმოების ინდექსის აპრილის თვის შედეგები გამოაქვეყნა. მრეწველობის ქვესექტორების ანალიზით ცხადი ხდება, რომ სამთო-მეტალურგიული და კარიერების სექტორის ინდექსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო ინდექსი კი 72.3 პროცენტით. რაც შეეხება ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიციონერების წარმოებისა და განაწილების სექტორს, იგი 26.6 პროცენტით გაიზარდა, აღნიშნულია თსი-ის ანგარიშში