იცით თუ არა, რომ? 19 - 2021

ფსტა

1637224
იცით თუ არა, რომ? 19 - 2021

იცით თუ არა, რომ 72-(19)-2021

ფსტა

იცით თუ არა, რომ თურქეთი მსოფლიოში ფსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია?

თურქეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ გაზიანთეფის ხსენებისას პირველი, რაც გვახსენდება, არის ფსტა. იმის, გამო რომ თურქეთში ფსტის პირველი საწარმო გაზიანთეფში დაარსდა, შუა აზიური წარმოშობის ამ პროდუქტს თურქულად ანთეფის ფსტას უწოდებენ. ახლად დარგული ფსტის ხე ათი წლის შემდეგ იძლევა მოსავალს. თითო ხე დაახლოებით 10 კილოგრამ ნაყოფს ისხავს. ხის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100-150 წელია.

ფსტას მიირთმევენ დესერტად და გამოიყენება ტკბილეულის წარმოების ინდუსტრიაში. იგი ენერგიის წყაროა და საკმაოდ მაღალია მისი კვებითი ღირებულება. ცნობილია, როგორც ფილტვების ანთების კარგი გამწმენდი საშუალება. იგი არბილებს გულმკერდს, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს ხველების გაქრობას. ასევე სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებით გულის ქრონიკული დაავადების რისკს ამცირებს. იგი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნის სხვადასხვა სახეობის პრევენციას.  ფსტა შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ძირითად საკვებ ელემენტებს და ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და მეტაბოლურ ფუნქციებზე ამ დადებითი გავლენის გამო იგი "ფუნქციონალურ საკვებად" არის აღიარებული.


საკვანძო სიტყვები: #გაზიანთეფი , #ფსტა , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები