თურქეთი და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გაზრდიან

თურქეთი და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გაზრდიან

1615542
თურქეთი და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გაზრდიან

თურქეთი და აზერბაიჯანი ტურიზმის მოცულობის გაზრდაზე თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ. თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაციასა (TURSAB) და აზერბაიჯანის ტურისტული კომპანიების ასოციაციას (ATAA) შორის სტამბოლში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ TURSAB-ის პრეზიდენტი ფირუზ ბაღლიქაია, ATAA-ს პრეზიდენტი რუფატ ჰაჯიევი, აზერბაიჯანის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი რუსლან გულიევი და TURSAB-ის ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის  პრეზიდენტი ალი რიფატ პეშკირჯიოღლუ. მათ ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ერთობლივი ტურისტული პლატფორმის შექმნა ჯანმრთელობის და სხვა ტურიზმის სფეროში და ასევე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები.

მხარეებს შორსი ხელმოწერილი ოქმით შეიქმნება განსაკუთრებით ჯანმრთელობის ტურიზმის საერთო პლატფორმა. ამ ხელშეკრულებით,  მნიშვნელოვნად გაიზრდება ორ ქვეყანას შორის ვიზიტების რაოდენობა.



მსგავსი ინფორმაციები