THY ისევ პირველ ადგილზეა
THY ისევ პირველ ადგილზეა
1615096
თურქეთის ავიახაზებმა (THY) 29 მარტი-4 აპრილის პერიოდის მანძილზე დღიურად საშუალოდ 797 რეისის შესრულებით ევროპაში ისევ შეინარჩუნა პირველი ადგილის პოზიცია.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 29 მარტი-4 აპრილის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 797 ფრენის განხორციელებით, ყველა სხვა ავიაკომპანიაზე მეტი რეისი შეასრულა. თურქეთის ავიახაზებს კი 382 რეისით ავიაკომპანია Air Lufthansa მოჰყვა. მესამე ადგილს 380 რეისით Air France იკავებს. რაც შეეხებ ავიაკომპანია Pegasus-ს 297 რეისით მეექვსე ადგილზე გავიდა.