თურქეთის ვაჭრობის მინისტრი აზერბაიჯანში იმყოფება
თურქეთის ვაჭრობის მინისტრი აზერბაიჯანში იმყოფება
1613780
სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. რუჰსარ ფექჯანთან შეხვედრის დროს ალიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომის დროს მთელი თურქი ხალხი აზერბაიჯანის გვერდით იდგა რა, ამაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი წვლილი მიუძღვის, რის გამოც მას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
რუჰსარ ფექჯანმა კი ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ მიღწეული წარმატებებით თვითონაც ამაყობენ.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, აზერბაიჯანსში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრ ალი ჰასანოვს და პარლამეტის თავჯდომარე საჰიბე გაფაროვასაც შეხვდა. შეხვედრებზე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული.