Fitch Ratings-მა 2021 და 2022 წლების თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

Fitch Ratings-მა 2021 და 2022 წლების თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

1603999
Fitch Ratings-მა 2021 და 2022 წლების თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაიმ  Fitch Ratings-მა 2021 და 2022 წლების თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.

Fitch Ratings-ის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა“ თურქეთის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,7%, 2022 წლის კი 4,7%-ია.

2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ წინა ანგარიშში კი ეს ციფრები 2021 წლისთვის 3,5%, 2022 წლისთვის კი 4,5% იყო.

ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთი და ჩინეთი ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკის ზრდაც მოხდა.

აქვე აღნიშნულია, რომ ძლიერი მონეტარული მხარდაჭერა და კრედიტები 2020 წელში თურქეთის ეკონომიკურ მდგრადობას დაეხმარა და თურქეთში 2021 წლის ბოლოს ინფლაციის 11,5%-მდე, 2022 წლის ბოლოს კი 9,2%-მდე შემცირებას ელოდებიან.  


საკვანძო სიტყვები: #ეკონომიკური ზრდა , #თურქეთი , #Fitch Ratings

მსგავსი ინფორმაციები