თსი-მა უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

იანვარში უმუშევრობა 0,4%-ით შემცირდა

1598398
თსი-მა უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა

2021 წლის იანვარში თურქეთში უმუშევრობის დონე, წინა თვესთან შედარებით 0,4 პუნქტით შემცირდა და 12,2 პროცენტი შეადგინა. თურქეთის სტატისტიკურმა  ინსტიტუტმა იანვარის თვის უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნად და მის მიხედვით, უმუშევართა რაოდენობა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით ათასი ადამიანით შემცირდა და 3 მილიონ 861 ათასამდე დავიდა. ამავე მონაცემებით, უმუშევრობა ყოველწლიურად 0.4 პროცენტით შემცირდა და 12.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა მაჩვენებელი 1.2 პროცენტით გაიზარდა და 43.8 შეადგინა. ასე რომ დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 27 მილიონ 706 ათასი შეადგინა. თსი-ის ცნობითვე, არარეგისტრირებულ მუშათა მაჩვენებელი 28 პროცენტამდე შემცირდა.



მსგავსი ინფორმაციები