რუსეთი Twitter-ს, მისი კანონების დარღვევაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელს ფულადი ჯარიმები შეიძლება დაუწესდეს

1592754
რუსეთი Twitter-ს, მისი კანონების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთმა,  სოციალური მედიის საიტი Twitter-ი, ქვეყნის კანონების განზრახ დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის ფედერალური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ორგანოს, Roskomnadzor/როსკომნადზორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან დაწყებული, Twitter–ზე 28 ათასი მოთხოვნაა გაგზავნილი ისეთი შინაარსის მასალების ამოსაღებად, რომლებიც ხელს უწყობენ სუიციდებს, უხამსობას,  ნარკოტიკების გამოყენებას, ძალადობას და ა.შ. ამავე ინფორმაციით, აქედან Twitter–მა ჯერ კიდევ არ წაშალა დაახლოებით 3 ათასამდე უკანონო შინაარსის მქონე მასალა, რის გამოც რუსეთი თვლის, რომ ტვიტერი განზრახ არღვევს რუსეთის კანონებს. ასე რომ, რუსეთის კანონების თანახმად, Twitter-ი შეიძლება აკრძალული შინაარსის მასალების არ წაშლის გამო,  800 ათასიდან 8 მილიონ რუბლამდე დაჯარიმდეს.



მსგავსი ინფორმაციები