THY-მ ამ კვირაშიც შეინარუნა ლიდერობა
თურქული ავიახაზების თვითმფრინავები, დღეში საშუალოდ 596 რეისს ასრულებენ
1588207

თურქეთის საჰაერო ფლოტმა THY-მ, დღეში საშუალოდ 596 ფრენით, ევროპის ავიახაზებს შორის ლიდერობა, ამ კვირაშიც შეინარჩუნა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL/ეუროკონტროლ) მიერ გამოქვეყნებული ფრენის ტრაფიკის ანგარიშის თანახმად, 15-21 თებერვალს შორის THY–მ, დღეში საშუალოდ 596 რეისით, უკან ჩამოიტოვა თავისი ევროპელი კონკურენტები და გასული კვირის მსგავსად, ამ კვირაშიც კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. თურქულ ავიახაზებს ამ სიაში 366 ფრენით Air France/აირ ფრანსე მოჰყვება, 262 ფრენით მე-3 ადგილი დაიკავა Wideroe-ვიდეროემ, ხოლო Pegasus Airlines/პეგასუს აირლინესი 249 რეისით მე-4 ადგილზე გავიდა