ევროპელები “სიყვარულის დღეს“ თურქული ყვავილებით აღნიშნავენ

უკვე ექსპორტირებულია 70 მილიონი ცალი ყვავილი

1579385
ევროპელები “სიყვარულის დღეს“ თურქული ყვავილებით აღნიშნავენ

თურქეთმა ვალენტინობის დღე, 14 თებერვალთან დაკავშირებით მსოფლიოს 22 ქეყანას, მათ შორის ნიდერლანდებს, ინგლისს, გერმანიას, რუმინეთს და უკრაინას, 70 მილიონი ცალი სხვადასხვა სახეობის ყვავილები გაუგზავნა. დეკორატიული მცენარეებისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ ისმაილ ილმაზმა განაცხადა, რომ წელს ყვავილების ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. "ვალენტინობის დღისთვის ჩვენ 70 მილიონი ცალი ყვავილი გავიტანეთ უცხოეთში, რომლის ფულადი ღირებულება დაახლოებით 7 მილიონია, როცა გასულ წელს 60 მილიონი ყვავილისგან 6 მილიონი დოლარი მოგება გვქონდა. ეს კი ნამდვილად რეკორდული ზრდაა. ეს იმან გამოიწვია, რომ ყვავილების ისეთ ექსორტიორ ქვეყნებს, როგორებიც არიან კოლუმბია და ეკვადორი, პრობლემები შეექნათ ლოგისტიკის თვალსაზრისით და ეს ნაკლი ჩვენ შევავსეთ," განაცხადა ილმაზმა



მსგავსი ინფორმაციები