ბეიჯის ქარხანამ წარმოება დაიწყო
იგი ჯერ ჯერობით დღეში 70 ათას ბარელ ნავთობს გადაამუშავებს
ერაყის ქალაქ სელაჰეტტინში მდებარე ბეიჯის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც 2014 წელს განადგურდა ტერ ორგანიზაცია დეაშის თავდასხმების შედეგად, 7 წლიანი პაუზის შემდეგ წარმოება დაიწყო. ერაყის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ბეიჯის ქარხნის აღდგენა დასრულებულია და ჯერ ჯერობით დღეში 70 ათასი ბარელი ნავთობის წარმოება დაიწყო. ეს ქარხანა დეაშის დაპყრობამდე დღეში 280 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებდა და ამ პოტენციალის გაზრდის სამუშაოებიც პარალელურად მიმდინარეობს, რის შემდეგ იგი სრული დატვირთვით იმუშავებს. ერაყის ჯარებმა ბეიჯი კონტროლზე აიყვანეს 2015 წელს და მას შემდეგ მისი აღგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტის ნახევარზე მეტს ნატოს ქვეყნებში ახორციელებს
თურქეთი თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტის ნახევარზე მეტს ნატოს ქვეყნებში ახორციელებს