2020 წელში პამიდვრის ექსპორტი გაიზარდა
ყველაზე მეტი პამიდორი კვლავ რუსეთში იქნა გატანილი
გასულ წელს თურქეთის პომიდვრის ექსპორტი 313 მილიონ 405 ათას დოლარამდე გაიზარდა. სამხრეთ ანატოლიის ექსპორტიორთა კავშირის (GAİB) მონაცემებით, კორონავირუსის მიუხედავად, 2020 წელს თურქეთის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარში, რუსეთში, ამ პროდუქტის ექსპორტის მაჩვენებლებმა, წინა წლისას გადააჭარბა. სულ კი მსოფლიოს 51 ქვეყანაში 313 მილიონი 405 ათასი დოლარის ღირებულების პამიდორი იქნა გატანილი, როცა 2019 წელს ეს რიცხვი 304 მილიონ 440 ათას დოლარს შეადგენდა. გასულ წელს ყველაზე მეტი, 62 მლნ 217 ათასი დოლარის ტომატის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი პამიდორი გატანილ იქნა რუმინეთში (50,3 მილ. დოლარი) და უკრაინაში (36,5 მილ. დოლარი)
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის