მსოფლიო ბანკი:  „2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზრდება“

მსოფლიო ბანკი:  „2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზრდება“

1558322
მსოფლიო ბანკი:  „2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზრდება“

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზრდება. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის 2021 წლის იანვრის ნომერი  გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გამო 2020 წელს გლობალური ეკონომიკა შემცირდება 4,3 პროცენტით. 2021 წელს 4 პროცენტით და 2022 წელს 3,8 პროცენტით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით 2020 წელს მრავალი ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის და ბანგლადეშის ეკონომიკა ზრდას განიცდის.

ამავე მოხსენებაში, თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ასე განისაზღვრა; 2020 წლისთვის 0,5 პროცენტით, 2021 წლისთვის 4,5 პროცენტი და 2022 წლისთვის 5 პროცენტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მსოფლიო ბანკი

მსგავსი ინფორმაციები