თურქეთმა „Oruç Reis“-თან დაკავშირებით ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა „Oruç Reis“-თან დაკავშირებით ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

1550204
თურქეთმა „Oruç Reis“-თან დაკავშირებით ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა, სეისმური კვლევების და საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ახალი ,,NAVTEX“-ი (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, საზღვაო ძალების  ნავიგაციის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის განყოფილებამ განაცხადა. მათი განცხადებით NAVTEX-ი, ხსენებულ რეგიონში  2021 წლის 15 ივნისამდე იქნება ძალაში. ხსენებულ რეგიონში თურქული სეისმური გემი  სახელწოდებით, „MTA Oruç Reis“-ი შესაბამის კვლევებს ჩაატარებს.

ცნობისათვის, თურქეთის მხრიდან გასულ წელს, ლიბიასთან გაფორმებული, „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით“ ამ რეგიონებში NAVTEX-ის გამოცხადების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ NAVTEX-სი გახლავთ სისტემა, რომელიც,   საზღვაო სივრცეში, 400 საზღვაო მილის რადიუსში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს.


საკვანძო სიტყვები: #Oruç Reis , #NAVTEX , #ახალი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები