კიევს ანკარასთან სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა სურს

“ტექნიკურ და პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს“

1542170
კიევს ანკარასთან სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა სურს

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტარასი კაჩკამ, საინფორმაციო სააგენტო UKRINFORM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (STA) ესაჭიროებათ და ამისათვის ამჟამად  პოლიტიკურად ძალიან კარგი შანსი აქვთ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ტექნიკურ და პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და საერთო დინამიკაც კარგია. "კორონას ეპიდემიის მიუხედავად ამ მომენტში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი ვაჭრობის მოცულობაში. თუმცა, უკრაინა-თურქეთს შორის უდიდესი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ამისათვის კი აუცილებლად საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება“, განაცხადა კაჩკამ



მსგავსი ინფორმაციები