დღეს თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოზეც გაივლის

დღეს თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოზეც გაივლის

1539810
დღეს თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოზეც გაივლის

დღეს სტამბოლიდან გავიდა პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან ჩინეთში ჩავა.

მატარებელი „მარმარაის“, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფანი გავლით ჩინეთში ჩავა

იგი 8 ათას 693 კილომეტრის მანძილს დაფარავს, გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას, 5 ქვეყანას და 12 დღეში დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "პირველად ჩინეთიდან გამოსული და ჩვენი ქვეყნის ლიდერობით ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ დერეფნის და „მარმარაის“ გავლით 2019 წლის ნოემბერში ევროპაში, პრაღაში ჩასული სატრანზიტო მატარებლის შემდეგ, ჩინეთმა და თურქეთმა ევროპულ ხაზზე მთლიანობაში 10 ბლოკი მატარებელი წარმატებით ამუშავა. ამჯერად საექსპორტო ტვირთით დატვირთული პირველი მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში გაემგზავრა.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად და რეგიონში მისი ცენტრალური მდებარეობის განმტკიცებისთვის ტრანსპორტის სფეროში საჭირო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები