პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი: „ჩვენ ახლა უფრო დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ წარმოებაზე, ინვესტიციებზე, დასაქმებაზე და ექსპორტზე“

1530049
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დროა თურქეთმა დიდი ყურადღება წარმოებაზე, ინვესტიციებზე, დასაქმებაზე და ექსპორტზე გაამახვილოს. მან ამის შესახებ ანკარაში, თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების (TOBB) მიერ გამართულ ეკონომიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენ ახლა უფრო დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ წარმოებაზე, ინვესტიციებზე, დასაქმებაზე და ექსპორტზე. ამისათვის კი ყველა ზომების მისაღებად მზად ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ შეგვექმნა თავდასხმების გამო, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია ინვესტიციები და ეკონომიკა. სწორედ, რომ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით, თურქეთმა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში 27 საფეხურით აიწია და 190 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიმკვიდრა. ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა სამრეწველო წარმოება. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ერთნიშნა ინფლაციის მაჩვენებლებს. ამისათვის კი სტრუქტურული და მიკრო რეფორმების განხორციელებით რაც საჭიროა ყველაფრის გასაკეთებლად მზად ვართ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები