პრეზიდენტმა ერდოღანმა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა
1521554
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც სწრაფი აღდგენის პერიოდშია, ამ ტენდენციას მეოთხე კვარტალშიც გააგრძელებს და წელს პოზიტიური ზრდით დაასრულებს. პრეზიდენტმა ამის შესახებ, გუშინ გამართული კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთის ეკონომიკამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მიუხედავად სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რეცესია განიცადა. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის მესამე კვარტალში შესაბამისი გადაწყვეტილებებით და შოკისგან დაცული სტრუქტურით, მათი ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირედი მაინც გაუმჯობესდა.