მსოფლიო ბანკი: 'გლობალური ეკონომიკის გამოსწორებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს'

მსოფლიო ბანკი: 'გლობალური ეკონომიკის გამოსწორებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს'

1492596
მსოფლიო ბანკი: 'გლობალური ეკონომიკის გამოსწორებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს'

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა განაცხადა, რომ შეიძლება 5 წლამდე დასჭირდეს მსოფლიო ეკონომიკას ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდი -19) გავლენის გამოსასწორებლად.

”კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების მოხსნისთანავე მოხდება სწრაფი აღდგენა, მაგრამ ეკონომიკის სრულად გაჯანსაღებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს”-აღნიშნა რეინჰარტმა.

მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული რეცესია ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე სხვაგან და ღარიბი ქვეყნები უფრო დაზარალდებიან, ვიდრე მდიდარი.

რეინჰარტმა დასძინა, რომ კრიზისის გამო გლობალური სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გაიზრდება.



მსგავსი ინფორმაციები