Tesla 5 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად ელონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მესამე ადამიანია

1483505
Tesla 5 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ განაცხადა, რომ 5 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს.

Tesla-მ გამოაქვეყნა აქციების გაყიდვის ახალი პროგრამა მას შემდეგ, რაც აქციების ღირებულება წელს დაახლოებით 500 პროცენტით გაიზარდა.

Tesla-ს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიისათვის (SEC) წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გეგმავს 5 მილიარდ დოლარამდე აქციების გაყიდვას.

აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აქციები გაიყიდება "დროდადრო" 10 ბანკის მეშვეობით, რომელთა შორისაცაა Goldman Sachs, Bank of America, Citigroup, Deutsche Bank და Morgan Stanley.

მეორე მხრივ, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მესამე ადამიანია, რომლის ქონებამაც 115.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #Tesla , #ელონ მასკი

მსგავსი ინფორმაციები