American Airlines-ი 19 ათას თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

American Airlines-ი 19 ათას თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

1479639
American Airlines-ი 19 ათას თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ი 19 ათას თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს.

American Airlines-მა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის საავიაციო სექტორზე უარყოფითი გავლენის გამო 19 ათას თანამშრომელს სამსახურიდან ოქტომბერში გაათავისუფლებს

კომპანიის უფროსმა მენეჯერმა დუგ პარკერმა, შეტყობინებაში, რომელიც მან კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრიდან მოხდება პერსონალის შემცირება.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ელოდებოდნენ სექტემბრის ბოლომდე ეპიდემიაზე კონტროლის დამყარებას და საჰაერო გზებით მოგზაურობაზე მოთხოვნის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება, მაგრამ ვითარება ამ მიმართულებით არ განვითარდა.

აღინიშნა, რომ თუ გაგრძელდება ავიაკომპანიის მიერ სახელფასო დახმარების პროგრამით სარგებლობის ხანგრძლივობა, სამსახურიდან დათხოვნები შეიძლება თავიდან აიცილონ.

American Airlines-მა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 25,000 თანამშრომლის სამუშაო ადგილებს საფრთხე ემუქრებოდა კოვიდ-19-ის ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების გამო.

აშშ-ში მარტის თვეში ავიაკომპანიებმა თანამშრომლებისათვის ხელფასის გადახდაში დახმარებისთვის 25 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის მხარდაჭერა მიიღეს.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკომპანია , #American Airlines

მსგავსი ინფორმაციები