ივლისში, ბინების გაყიდვებში რეკორდი დაფიქსირდა

ამ ერთ თვეში, მთლიანობაში 229 357 ბინა გაიყიდა

1474177
ივლისში, ბინების გაყიდვებში რეკორდი დაფიქსირდა

ივლისის თვეში, საცხოვრებელი სახლების გაყიდვები თურქეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  124.3 პროცენტით გაიზარდა და  229 357 ათასს მიაღწია, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, ივლისში, ბინების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 124.3 პროცენტით გაიზარდა და 229 ათას 357 მიაღწია. ამავე სტატისტიკით, ყველაზე მეტი, 39.432 ბინა  სტამბოლში გაიყიდა, რაც მთლიანი გაყიდვების 17.2 პროცენტია. მას 26 ათასი 885 სახლით ანკარა მიჰყვება, ხოლო მესამე ადგილზე 15.614 ბინით, იზმირია. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მშენებლობის სექტორი, რომელიც 250 ქვესექტორს მოიცავს, ზრდას განაგრძობს. ”სახლის გაყიდვებმა ივლისში ყველა დროის რეკორდი მოხსნა,” - ხაზს უსვამს მინისტრი



მსგავსი ინფორმაციები