თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

1470047
თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა, სეისმური კვლევების და საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში კერძოდ კი კვიპროსის ღია წყლებში  ,,NAVTEX“-ი (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, საზღვაო ძალების  ნავიგაციის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის განყოფილებამ განაცხადა. მათი განცხადებით NAVTEX-ი, ხსენებულ რეგიონში  23 აგვისტომდე იქნება ძალაში. ხსენებულ რეგიონში თურქული სეისმური გემები  სახელწოდებით, „MTA Oruç Reis“-ი  „Ataman“-ი და  „Cengiz Han“-ი  შესაბამის კვლევებს ჩაატარებენ.

ცნობისათვის, თურქეთის მხრიდან გასულ წელს, ლიბიასთან გაფორმებული, „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით“ ამ რეგიონებში NAVTEX-ის გამოცხადების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ NAVTEX-სი გახლავთ სისტემა, რომელიც,   საზღვაო სივრცეში, 400 საზღვაო მილის რადიუსში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

 


საკვანძო სიტყვები: #გამოაცხადა , #ახალი NAVTEX , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები