პრეზიდენტმა ფერმერებს "მოსავლის დღესასწაული" მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ფერმერებს "მოსავლის დღესასწაული" მიულოცა

1462443
პრეზიდენტმა ფერმერებს "მოსავლის დღესასწაული" მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ფერმერებს "მოსავლის დღესასწაული" მიულოცა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის Twitter- ის ანგარიშით გავრცელდა ვიდეო წარწერით: "ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის ზრდაში, წარმოების და ეფექტურობის გაზრდაში თავიანთი წვლილის შემტან ჩვენს ფერმერებს ვულოცავთ მოსავლის დღესასწაულს.“

ვიდეოში, რომელშიც მოყვანილია სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კადრები, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა:

"მოსავლის აღება არის ჩვენი ფერმერების მთელი წლის შრომის,  დაღვრილი ოფლისა და მოლოდინის მიღების დღესასწაული. თქვენ დღეს არა მხოლოდ მოსავალს იღებთ თქვენს მინდორში, არამედ ამავდროულად იღებთ ერთი წლის მუშაობის შედეგს, რომელიც თქვენ მოთმინებითა და ნდობით გაატარეთ. თქვენ დღეს უფლის მიერ ადამიანის სასარგებლოდ მიცემული მიწის, მზის, წყლის, ბარაქის მოწმე კიდევ ერთხელ ხართ. აი ასეთ დღეს, თურქეთის ოთხივე მხარეში ჩვენს ფერმერებს მთელი გულით გილოცავთ, მოსავლის დღესასწაულს.”



მსგავსი ინფორმაციები