თურქეთმა NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა NAVTEX-ი გამოაცხადა

1459692
თურქეთმა NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა, სეისმური კვლევების და საბურღი სამუშაოების ჩასატარებლად კუნძულ მეისი ირგვლივ ,,NAVTEX“-ი (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, საზღვაო ძალების  ნავიგაციის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის განყოფილებამ განაცხადა. მათი განცხადებით NAVTEX-ი, მეისის და როდოსის კუნძულებს  შორის  21 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება ძალაში. ხსენებულ რეგიონში თურქული სეისმური გემები  სახელწოდებით, „MTA Oruç Reis“-ი  „Ataman“-ი და  „Cengiz Han“-ი  შესაბამის კვლევებს ჩაატარებენ.

ცნობისათვის, თურქეთის მხრიდან გასულ წელს, ლიბიასთან გაფორმებული, „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით“ ამ რეგიონებში NAVTEX-ის გამოცხადების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ NAVTEX-სი გახლავთ სისტემა, რომელიც,   საზღვაო სივრცეში, 400 საზღვაო მილის რადიუსში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

 


საკვანძო სიტყვები: #გამოაცხადა , #NAVTEX , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები