თურქეთი, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აფორმებს

თურქეთი, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აფორმებს

1452721
თურქეთი, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აფორმებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მოიცავს. მან ამის შესახებ ორი დღის წინ ლონდონში ვიზიტის დროს ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება. უახლოეს მომავალში შედეგსაც ვიხილავთ. თუ გადავხედავთ ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობას, მისი 95% ინდუსტრიულ, ხოლო  5%-ი  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მოდის. დიდი ბრიტანეთი, თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენმა ქვეყნებმა შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტის შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და ამისათვის შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია“, აცხადებს ჩავუშოღლუ Financial Times-თან ინტერვიუს დროს.



მსგავსი ინფორმაციები