ინდოეთში ძაღლის ხორცის გამოყენება და ვაჭრობა აიკრძალა

ძაღლის ხორცის გამოყენებას  ნაგალდში ტრადიციული ფესვები აქვს

1449118
ინდოეთში ძაღლის ხორცის გამოყენება და ვაჭრობა აიკრძალა

ინდოეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე ნაგალდის პროვინციაში ძაღლის ხორცის გაყიდვა აიკრძალა. გაზეთ Indian Express- ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ხსენებული პროვინციის სახელმწიფო მდივანმა თემჟენ ტოიიმ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ როგორც ძაღლის ხორცისგან დამზადებული საჭმელების დამზადება, ასევე აიკრძალოს ძაღლების მოხარშული და მოუხარშავი  ხორცის ბაზრებზე გაყიდვა. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში, ძაღლის ხორცის გამოყენებას  ტრადიციული ფესვები აქვს. ნაგალდის ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, უარყოფითი  რეაგირება მოახდინა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ხოლო საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოება (HSI) და ცხოველთა უფლებების დამცველები, მიესალმნენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. HSI-ი აცხადებს, რომ ნაგალდის და მის მიმდებარე რეგიონებში, ყოველწლიურად 30,000-მდე ძაღლი იტაცებენ ან იპარავენ ბაზრებზე გასაყიდად



მსგავსი ინფორმაციები