ევროკავშირმა თურქეთში მყოფი სირიელი დევნილებისთვის 485 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა თურქეთში მყოფი სირიელი დევნილებისთვის 485 მილიონი ევრო გამოყო

1442869
ევროკავშირმა თურქეთში მყოფი სირიელი დევნილებისთვის 485 მილიონი ევრო გამოყო

ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა, თურქეთში ლტოლვილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამებისთვის 485 მილიონი ევროს დამატებითი რესურსის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, თურქეთის, იორდანიისა და ლიბანისთვის, რომლებიც სირიელ ლტოლვილებს იფარებენ,  დამატებითი დახმარების გაწევის წინადადება განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს ჩატარებულ კენჭისყრაზე, ევროკავშირის კომისიის წინადადებამ 33 "დადებითი", 4 "უარყოფითი" ხმა მიიღი სამმა კი თავი შეიკავა.

შემოთავაზების თანახმად, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის და გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის მიერ თურქეთში თავშესაფრის მაძიებელთათვის განხორციელებული პროექტის სოციალური ჰარმონიის დახმარების პროგრამის ფარგლებში განაწილებული Kızılaykart-ის და სირიელი და სხვა თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის პირობით მთლიანობაში 485 მილიონი ევრო გამოიყოფა.

ევროკავშირი ასევე 100 მილიონ ევროს გამოყოფს იორდანიასა და ლიბანში თავშესაფრის მაძიებელთა ჯანმრთელობისა და განათლების სხვადასხვა პროექტებისთვის.

აღნიშნული წინადადების ძალაში შესასვლელად საჭიროა ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცება.



მსგავსი ინფორმაციები