თურქეთის ავიახაზებმა დღეიდან საერთაშორისო ფრენებიც დაიწყო

15 ივნისიდან რეგულარული ფრენები დაიწყება ურისკო ქვეყნებში

1433883
თურქეთის ავიახაზებმა დღეიდან საერთაშორისო ფრენებიც დაიწყო

როგორც განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ, თურქეთის ავიახაზებმა, რომელმაც შიდა ფრენები 4 ივნისიდან დაიწყო, დღეიდან უკვე საერთაშორისო ფრენებსაც მისცა სტარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით გავრცელებულ განცხადებაში მინისტრი აღნიშნავს: ”შეზღუდული საერთაშორისო ფრენები ზოგიერთ უცხო ქვეყანაში დღეიდან  მკაცრი კონტროლის ქვეშ დაიწყო, ხოლო რეგულარული ფრენები უცხოეთში, ძირითადად ურისკო ქვეყნებში, 15 ივნისიდან დაიწყება.“



მსგავსი ინფორმაციები