მსოფლიო ბანკმა, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა

მსოფლიო ეკონომიკა წელს  სავარაუდოდ 5.2 პროცენტით შემცირდება

1432294
მსოფლიო ბანკმა, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა

მსოფლიო ბანკმა,  გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის 2020 წლის ივნისის გამოცემა გამოაქვეყნა და მისი პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს  სავარაუდოდ 5.2 პროცენტით შემცირდება. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 ეპიდემიის მიერ გამოწვეული სწრაფი და დიდი შოკი და ამასთან, ეპიდემიის წინააღმდეგ განხორციელებული მკაცრი ზომები, გლობალურ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს და ამიტომ, სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკა წელს 5.2 პროცენტით შემცირდება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ღრმა რეცესია იქნება. მსოფლიო ბანკის ადრინდელი, იანვრის თვის პროგნოზით კი, გლობალური ეკონომიკა წელს 2.5%-ით უნდა გაზრდილიყო. მსოფლიო ბანკის დასკვნითვე, 2021 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გათვალისწინებულია 2.6 პროცენტიდან 4.2 პროცენტამდე



მსგავსი ინფორმაციები