თურქეთში შიდა ფრენები განახლდა

თურქეთში შიდა ფრენები განახლდა

1427206
თურქეთში შიდა ფრენები განახლდა

თურქეთში  შიდა ფრენები განახლდა. ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მარტის თვეში შეჩერებული ფრენების შემდეგ პირველი ფრენა,  სტამბოლიდან ანკარის მიმართულებით განხორციელდა.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებით, ავიამომსახურება სოციალური დისტანციის, პიროვნული და ინსტიტუციური ჰიგიენის და თანამშრომლების მიერ რისკისთვის შესაფერისი დამცავი საშუალებების გამოყენებით გაგრძელდება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანა თურქეთი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით ყოველთვის გააგრძელებს სამაგალითო ქვეყნის პოზიციას.


საკვანძო სიტყვები: #განახლება , #შიდა ფრენები , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები