თურქეთში 1 ივნისიდან შიდა ფრენები დაიწყება

თურქეთში 1 ივნისიდან შიდა ფრენები დაიწყება

1426293
თურქეთში 1 ივნისიდან შიდა ფრენები დაიწყება

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებით, 1 ივნისიდან ქვეყნის შიდა ფრენები დაიწყება.

მინისტრის თქმით, პირველი რეისები შესრულდება სტამბოლიდან ანკარაში, იზმირში, ანტალიასა და ტრაპიზონში, ხოლო სხვა აეროპორტები ფრენებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება.

თურქეთის ავიახაზები (THY), რომელმაც ფრენები ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების გამო შეაჩერა, მგზავრობის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ პირველ რეისს განახორციელებს სტამბოლიდან დედაქალაქ ანკარაში, ორშაბათს, 1 ივნისს.

Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში თურქეთის ავიახაზების პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იაჰია უსთუნმა აღნიშნა: „ამდენი მონატრება საკმარისია! 1 ივნისიდან, ცაში, იქ ვიქნებით სადაც ჩვენი ადგილია.“

თურქეთის ავიახაზების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაირკვა, რომ პირველ ფრენაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქარაისმაილოღლუ.



მსგავსი ინფორმაციები