პუტინს უმუშევრობის გაზრდა აშინებს

რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 1,9 მილიონამდე ავიდა“

1424742
პუტინს უმუშევრობის გაზრდა აშინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ვიდეო კონფერენციის საშუალებით შეხვედრა გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან და შეფასება მისცა რა შრომის ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას, თქვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, ქვეყანაში უმუშევრობა გაიზარდა, ამიტომაც შრომის ბაზარი მისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი გახდა. "კოვიდ-19 ეპიდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, მეტად უარყოფითად იმოქმედა ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე, დაეცა მოთხოვნები, ბიზნეს საქმიანობა შემცირდა და მრავალი ინვესტიცია გაიყინა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ოფიციალურად დარეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა და 1,9 მილიონამდე ავიდა," განაცხადა პუტინმა. რუსეთის ეკონომიკა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომებისა და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნის გამო, რთულ პერიოდს გადის და ექსპერტების აზრით იგი  წელს სავარაუდოდ 5-6 პროცენტით შემცირდება.



მსგავსი ინფორმაციები