ბერათ ალბაირაქი ეკონომიკური ზრდის იმედს არ კარგავს

“ეპიდემიის კრიზისის მიუხედავად, წელს პოზიტიურ ზრდას ველოდებით“

1424861
ბერათ ალბაირაქი ეკონომიკური ზრდის იმედს არ კარგავს

თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT Haber–ის ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის, კოვიდ-19 ეპიდემიის მიუხედავად, წელს ეკონომიკაში პოზიტიური ზრდა ექნებათ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ-19 ეპიდემიის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის გადასახადების გადავადებაზე, ნაღდ ფულზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სამუშაოებიდან თანამშრომლების დათხოვნის აკრძალვაზე, დამსაქმებლების ხანმოკლე სამუშაო შემწეობით უზრუნველყოფაზე და თქვა: ”თურქეთი, მსოფლიოსთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის, უმუშევრობის და სხვა პარამეტრებში უფრო ნაკლებად დაზარალებულია და ამიტომ უფრო პოზიტიურ შედეგებს ველოდებით. ეს კრიზისი, რომელიც კოვიდ-19 ეპიდემიამ გამოიწვია, რომ არ ყოფილიყო, წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებოდით. მაგრამ მიუხედავად ამ კრიზისისა, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვიჩენთ, რათა ქვეყნის ეკონომიკა შემცირდეს არა 5%, 8%, 10%-ით, არამედ პირიქით, პოზიტიური ზრდა გვქონდეს და ასე დავხუროთ 2020 წელი,” ხაზგასმით განაცხადა ალბაირაქმა



მსგავსი ინფორმაციები