კოვიდ 19 ვაქცინა შემოდგომაზე მზად იქნება?!

პირველი ვაქცინა ამერიკას მიეწოდება

1421614
კოვიდ 19 ვაქცინა შემოდგომაზე მზად იქნება?!

აშშ-ის ადმინისტრაცია, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებისთვის, რომელიც შესაძლოა უკვე ოქტომბრისათვის მზად იყოს, 1.2 მილიარდი ოდენობის დოლარს გადაუხდის დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca PLC-ს და ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხში შეთანხმება უკვე მიღწეულია. ხელშეკრულების ფარგლებში გადაწყდა, რომ აშშ კომპანიას 1.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის და ამის სანაცვლოდ, ვაქცინის ტესტირება ჩატარდება პირველ რიგში 30 ათას ადამიანზე, ხოლო წარმოების მოცულობა გაიზრდება მინიმუმ 300 მილიონ დოზამდე. ოქსფორდის უნივერსიტეტის განცხადებით, მათ ხელთ აქვთ ერთზე მეტი ვაქცინის მოდელი და ამჟამად ტესტირება ხდება რა ადამიანებზე, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, მათი პირველი დოზები უკვე ხელმისაწვდომი იქნება ამ შემოდგომაზე. აშშ-ი მიზნად ისახავს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელსაც მიეწოდება Kovid-19 მზა ვაქცინა და ამ მიზნით საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან, Moderna-თან და Johnson & Johnson- თან 939 მილიონი დოლარის ხელშეკრულება გააფორმა



მსგავსი ინფორმაციები