მსოფლიო ბანკი ფინასურ დახმარებას უწევს განვითარებად ქვეყნებს

100-მდე ქვეყანს 160 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

1420208
მსოფლიო ბანკი ფინასურ დახმარებას უწევს განვითარებად ქვეყნებს

მსოფლიო ბანკმა, კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, გადაუდებელ დახმარებას უწევს 100 განვითარებად ქვეყანას. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის თვის აქეთ  რეკორდული დონის მხარდაჭერა აღმოუჩინეს ხსენებულ ქვეყნებს, რათა მათ ერთის მხრივ ეკონომიკურად გამოჯანმრთელება შესძლონ, ხოლო მეორეს მხრივ გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები. მოკლედ, მსოფლიო ბანკმა აიღო ვალდებულება, 15 თვის განმავლობაში 160 მილიარდი დოლარის დაფინანსება აღმოუჩინოს  100-მდე განვითარებად ქვეყანას, რომელთა მოსახლეობა, მსოფლიოს მოსახლეობის 70% შეადგენს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპეიზის განცხადებით, ეპიდემიების გამო განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტამ შეიძლება 60 მილიონი ადამიანი აიძულოს ექსტრემალურ სიღატაკეში იცხოვროს, ამიტომაც  მათი ეკონომიკური ზრდის აღსადგენად საჭიროა სწრაფი და მოქნილი რეაგირება



მსგავსი ინფორმაციები