ეპ-მა 2 ტრილიონი ევროს გადარჩენის პაკეტის მომზადების მოწოდება გააკეთა

ეპ-მა 2 ტრილიონი ევროს გადარჩენის პაკეტის მომზადების მოწოდება გააკეთა

1418335
ეპ-მა 2 ტრილიონი ევროს გადარჩენის პაკეტის მომზადების მოწოდება გააკეთა

ევროპის პარლამენტმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეკონომიკური გავლენების წინააღმდეგ 2 ტრილიონი ევროს გადარჩენის პაკეტის მომზადების მოწოდება გააკეთა.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის პარლამენტის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტი და კოვიდ-19-ის ეკონომიკური გადარჩენის პაკეტის თაობაზე გადაწყვეტილება 505 ხმით იქნა მიღებული.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეპიდემიის ეკონომიკაზე გავლენებთან საბრძოლველად 2 ტრილიონი ევროს გადარჩენის ფონდია საჭირო.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სამომავლო გეგმა და გადარჩენის ფონდი ქვეყნის წვლილზე მეტად კაპიტალს უნდა შეიცავდეს.

გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ევროპის პარლამენტის დამტკიცებით და წევრი ქვეყნების ევროსაბჭოში ერთსულოვანი კენჭისყრით მიიღება.



მსგავსი ინფორმაციები